👉👉 5 მაისს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში ქართული ენის, ლიტერატურისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის (თავმჯდომარე: ელისო გურეშიძე) კვირეულის – „სასიტყვეთის ზღაპრული სამყარო“- ფარგლებში გაიმართა მხატვრული კითხვის კონკურსი, რომელშიც მონაწილეობდნენ V-XI კლ. მოსწავლეები.

📜📜 საღამო გაიხსნა მეხუთეკლასელთა კომპოზიციით. თვალციმციმა გოგო-ბიჭებმა ულამაზესი სტრიქონებით გამოხატეს მშობლიური ენისა და ლიტერატურის სიყვარული. ასევე შთამბეჭდავი აღმოჩნდა ღონისძიების საკონკურსო ნაწილი -მოსწავლეებმა შესაშური ოსტატობით წაიკითხეს ქართველ კლასიკოსთა გენიალური სტრიქონები და ჟიურისა და მსმენელის გულწრფელი ოვაციებიც დაიმსახურეს.

🥇🏅 გამარჯვებულის დიპლომებით დაჯილდოვდნენ თომა ლიპარტელიანი ( VII კლ. I ხარისხის. მასწ. ნათია ღოღელიანი), მურად კინწურაშვილი ( VIII კლ. II ხარისხის. მასწ. მაია გურეშიძე), გიორგი აკოფაშვილი (XI კლ. II ხარისხის. მასწ. მაია გურეშიძე), ჯაბა ჯიმშელეიშვილი (V კლ. III ხარისხის. მასწ. ნათია ღოღელიანი). ჯანრი ლიპარტელიანი(X კლ. III ხარისხის. მასწ. ელისო გურეშიძე).

🥇🏅აქტიური მონაწილეობისათვის სიგელები გადაეცათ მოსწავლეებს: ნინი ფირცხალავა (VIა კლ.), ირაკლი ნემსაძე (VIა კლ.), მარიამ მიქაუტაძე (VIა კლ.), ლუკა ლიპარტელიანი ( V კლ.), ანა-მარია ჯიმშელეიშვილი ( VII კლ.), სულიკო ჩიხლაძე (VIIკლ.). ნინო ბანძელაძე( VIII კლ.).

🏆🎖 მოსწავლეებს გამარჯვებულის დიპლომები და სიგელები გადასცა გიმნაზიის პრორექტორმა ქალბატონმა მაია ონიანმა, მან თბილი სიტყვებით მიმართა მონაწილეებს, შეაქო პოეზიისადმი მათი განსაკუთრებული დამოკიდებულება და უსურვა წარმატებები

Share Button