სკოლა-გიმნაზიაში მათემატიკის კვირეულის ფარგლებში ჩატარებულ ფოტოკონკურსში “საუკეთესო მათემატიკურად ჩაცმული მოსწავლე” გაიმართა დაჯილდოება.

აქტივობაში ჩართული თითოეული მოსწავლის განსაკუთრებული მონდომებისა და ინდივიდუალიზმის გამო თითოეული მათგანი დაჯილდოვდა სერთიფიკატებით . ფოტოკონკურსმა მიაღწია უმთავრეს მიზანს, რომ ბავშვების ყოველდღიურობა და სასწავლო პროცესი მეტად სახალისო და კრეატიული გამხდარიყო.

Share Button