ქართველი ხალხი ყოველთვის გამოირჩეოდა პატრიოტული სულისკვეთებით. უამრავი გმირი მებრძოლი დაბადებულა ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც გაუტეხელად იბრძოდნენ მრისხანე მტრის წინააღმდეგ. მტრები ვერასდროს იმონებდნენ ქართველებს სულიერად, გმირების შეუპოვარმა ბრძოლამ კი გადაარჩინა ქართული გენი, ქართული კულტურა და სახელმწიფო. ჩვენ? ჩვენ კი დღეს ვალდებულნი ვართ ეს გმირობა არ დავივიწყოთ, გადავცეთ და გავაცნოთ ახალ თაობას, თაობას რომელზედაც საქართველოს მომავალი დგას დღეს.სწორედ, რომ 9 აპრილის, აფხაზეთისა და ოსეთის გმირებს მიუძღვა X-ბ კლასისი მოსწავლეებმა ღონისძიება ” საქართველო ჩვენია”. მათ გაიხსენეს და პატივი მიაგეს ჩვენი დროის გმირებს. ღონისძიება შეაფასა გიმნაზიის რექტორატმა და დიდი მადლობა გადაუხადა ბავშვებს და მათ დამრიგებელს (მაგდა სულუხია) ისტორიის კიდევ ერთხელ გაღვიძებისა და შეხსენებისთვის.

Share Button