დღევანდელი დღის აქტივობა ნამდვილად იყო სასიამოვნო, საინტერესო და სასარგებლო V კლასის მოსწავლეებისათვის. (ისტორიის მასწავლებელი: ბ. პაპავა და კლასის დამრიგებელი ნ. გუბელაძე), ისინი ესტუმრნენ გიორგი ახვლედიანის სახელობის წყალტუბოს მხართმცოდნეობის მუზეუმს.

მასწავლებლებთან ერთად დიდი ინტერესით დაათვალიერეს მუზეუმში დაცული, წყალტუბოს რაიონში გათხრების შედეგად აღმოჩენილი მდიდარი არქეოლოგიური მასალა, ნახეს ბრინჯაოს ხანის კერამიკის, სპილენძისა და რკინის ექსპონატები.ეთნოგრაფიული მასალა, ავეჯი, მუსიკალური საკრვები და საეკლესიო საგანძური. ასევე მცენარეთა ფესვებისგან დამზადებული ,,ხის სამზარეულო ჭურჭელი“.

მოსწავლეებში ნანახმა დიდი დაინტერესება გამოიწვია და გაუჩნდათ სურვილი მომავალში ესტუმრონ ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს და სხვა მუზეუმებს.სასულიერო გიმნაზია მუდამ ცდილობს გააღვივოს ბავშვებში სულიერი და ეროვნული სულისკვეთება, გააცნოს ისტორიული ფაქტები არამხოლოდ თეორიულად, პრაქტიკულად, რაც კიდევ უფრო საინტერესოს და მიმზიდველს ხდის საგაკვეთილო პროცესს.

Share Button