ა(ა)იპ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის ხალხური სიმღერისა და გალობის ანსამბლი “ივერონი” (პედაგოგი: ნოშრევან ანთია) მე-15 რესპუბლიკურ კონკურს ფესტივალზე ” იპოვე შენი ვარსკვლავი” 2 სიმღერით – “არხოტი” და “მა სი ვარდი” წარსდგა.

კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ მუსიკალური გუნდები და შემსრულებლები სხვადასხვა ქალაქებიდან. გიმნაზიის ანსამბლმა ჟიურის მოწონება დაიმსახურა.

მადლობას ვუხდით პედაგოგს – ნოშრევან ანთიას გაწეული შრომისთვის!წარმატებებსა და წინსვლას ვუსურვებთ ანსამბლ “ივერონის” წევრებს!

Share Button