საგანმანათლებლო დანიშნულებით ციფრული ტექნოლოგიების მიზანმიმართულად და გონივრულად გამოყენება არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ აუცილებელიცაა. თუმცა მუდამ გვჭირდება სიფრთხილე ინტერნეტში მოგზაურობის დროს. ძალიან საჭირო-მიზნობრივი და საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა ამ საკითხს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში. ღონისძიებას ინტერაქციული ხასიათი ჰქონდა და გაჯერებული იყო სასარგებლო რჩევებითა და პრაქტიკული მაგალითებით, თუ როგორ უნდა დავიცვათ საკუთარი თავი და პირადი მონაცემები ვირტუალურ სივრცეში. იგი IX დაX კლასის მოსწავლეების მონაწილეობით მიმდინარეობდა.( ორგანიზატორი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი ქ.ქუთათელაძე).მოსწავლეებმა ნათლად დაგვანახეს ის საფრთხეები, რომლებსაც შეიძლება ველოდოთ უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე ინტერნეტით სარგებლობისას. ასევე ღონისძიებაზე პირდაპირი ჩართვით სასარგებლო რესურსები და რჩევები მოგვაწოდა ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტმა ლილი ფულარიანმა. რომელიც ღონისძიებაში დისტანციურად თბილისიდან ჩაერთო, პროექტი იყო, უდავოდ, საჭირო და შემეცნებითი.ბოლოს კი პროექტის შესახებ აზრი გამოთქვა და შეაჯამა გიმნაზიის რექტორმა-ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ,მან საინტერესო ღონისძიებისათვის მოსწავლეებსა და მასწავლებელს მადლობა გადაუხადა

Share Button