🟣 ჩვენი ფასეულობებისა და რწმენების უმეტესობა იმ ადამიანებისგან შევითვისეთ, რომელთა გარშემოც გავიზარდეთ, მათ შორის მშობლების, ბებია-ბაბუისა და მასწავლებლებისგან. თუმცა, დღესდღეობით, ბავშვები ინფორმაციის დიდ ნაწილს მედიაწყაროებიდან იღებენ და, შესაბამისად, მათი ფასეულობებისა და რწმენების ფორმირებაშიც დიდი როლი აქვს მედიას. იქნება ეს მეგობრებთან ინტერაქცია სოციალური მედიის საშუალებით, ონლაინ რეკლამები, YouTube-ზე ვიდეოების ყურება თუ წიგნის კითხვა, მედია განსაზღვრავს ჩვენი შვილების დამოკიდებულებებსა და ცხოვრების წესს.

🟢 მედიაწიგნიერება ასწავლის ბავშვებს განასხვავონ რეალობა და ფანტაზია, მედიაში ასახული და რეალური ცხოვრების ძალადობა, მედიასა და რეალურ ცხოვრებაში არსებული გმირებსა და მისაბაძი მაგალითებისგან.

🟡 სწორედ, ამ ყოველივეს ემსახურება წყალტუბოს სასულიეორ გიმნაზიაშ მიმდინარე მედიაწიგნიერების სასკოლო პროექტი, რომელიც პირველ ეტაპზე , კლასებში საინფორმაციო შეხვედრებს ატარებს.

🔵 2 მაისს, წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის X კლასში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც უძღვებოდნენ XI კლასის მოსწავლეები: მარიამ ქაჯაია და ნატა კინწურაშილი. (ფასილიტატორი: ქრისტინა ქუთათელაძე)

🟢 შეხვედრამ ძალიან მხიარულად და საინტერესოდ ჩაიარა, მრავალფეროვანმა და სახალისო აქტივობებმა კიდევ უფრო გაამძაფრა ინფორმაციის გათვიცნობიერება თითოეულ მოსწავლეში, იყო დებატება, მსჯელობდა და კრიტიკულად აზროვნების უამრავი ელემენტი.

#მედიაწიგნიერებასკოლაში

Share Button