მშობლიური ენა ადამიანის ცნობიერების სამყაროს აგებს, ამიტომ ბუნებრივია, რომ იგი არსებით გავლენას ახდენს ეროვნული სულიერების ჩამოყალიბებაზე. ადამიანი იმ კულტურას აკუთვნებს თავს, რომელთანაც იგი დაკავშირებულია წარმოშობით, საცხოვრებელი ადგილით, გარემოთი, აღზრდით, ტრადიციით, ენით, რომელზეც ლაპარაკობს და აზროვნებს.

“ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“,– წერს გიორგი მერჩულე.

დღეს წმ გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში მე-8 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით ჩატარდა ღონისძიება “ენა დედაა ერისა”, რომელიც დედა ენის დღეს მიეძღვნა.

ღონისძიება შეაფასა გიმნაზიის რექტორატმა და მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და მათ მასწავლებელს ნათია ღოღელიანს

Share Button