დღეს წყალტუბოში ტრადიციული სახალხო დღესასწაული ,,შემოდგომის წყალტუბო’’ აღინიშნება! ქალაქის მთავარ დღესასწაულთან დაკავშირებით იმართება სხვადასხვა საინტერესო და შთამბეჭდავი ღონისძიებები სადღესასწაულო წირვა აღევლინა მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში. სადღესასწაულო ღონისძიებები ოფიციალური მიღებით დაიწყო. მუნიციპალიტეტის მერიაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებს შეხვდნენ. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა კოსტიუმირებული მსვლელობა და სახალხო სეირნობა – წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის მონსწავლეების მონაწილეობით, რომლებსაც წინ ბაირაღებით და ქართული დროშით ხელში მამა გიორგი დანგაძე და ჩვენი სტიქაროსნები მიუძღოდნენ.

Share Button