სპორტი ფიზიკური კულტურის შემადგენელი ნაწილია, ფიზიკური აღზრდის მეთოდი და საშუალებაა, სპორტი და ფიზიკური განათლება აუცილებელი პირობაა პიროვნების ჰარმონიული განვითარებისთვის, ჯანმრთელობა ნიშნავს არა რომელიმე დაავადების არქონას, არამედ ამ დაავადების თავიდან აცილებას, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვით არის შესაძლებელი. ფიზიკური აქტივობა სიცოცხლის გახანგრძლივების, სოციალური და მატერიალური კეთილდღეობის საწინდარია. იგი მიზნად ისახავს ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟებას, საერთო ფიზიკურ განვითარებასთან ერთად შეჯიბრებებში მაღალი შედეგების მიღწევას, გამარჯვებას და უბრალოდ სიამოვნების მიღებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა სასულიერო გიმნაზიის VIIIბ და IX კლასების სამოყვარულო შეჯიბრება.წარმატებები ვუსურვოთ მათ და მათ მასწავლებელს გაგა უშვერიძეს.

Share Button