მიმდინარე წლის 9 ივნისს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით “ჩვენ გვიყვარს მათემატიკა”. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ მე-6-ე კლასის მოსწავლეები. (მასწავლებელი ანა კირთაძე).

ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმო ქართველი მათემატიკოსების მოღვაწეობისა და მიღწევების პოპულარიზაციას მოსწავლეებში, ხოლო მეორე ნაწილი ვიქტორინას, რომელიც პროგრამა kahoot – ის საშუალებით ჩატარდა, რამაც უფრო გაამრავალფეროვნა და გაახალისა შეჯიბრი.გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით.

ღონისძიებას ესწრებოდა გიმნაზიის ხარისხის მართვის ხელმძღვანელი ფიქრია კვაბზირიძე, პედაგოგები და მოსწავლეები, მათ ძალიან მოიწონეს ღონისძიება, ჩაერთვნენ სახალისო აქტივობებში და უამრავი პოზიტიური და დადებითი ენერგია გადასცეს ერთმანეთს.

Share Button