💱💱 წრიული ეკონომიკის პრინციპების გააზრებისა და ათვისების მიზნით მომდევნო გაკვეთილი ჩატარდა, წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის VIII კლასში (პედაგოგებინინო დგებუაძე, ფიქრია ცერცვაძე) გაკვეთილის თემა “წრიულობა ჩემს შემოგარენში”

გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებმა პედაგოგების დახმარებით გაიხსენეს თუ რას ნიშნავდა წრიული ეკონომიკა და რა პრინციპებს ეფუძნებოდა ის. ჯგუფური მუშაობის დროს ჩამოწერეს ათი პროდუქტი რომელსაც ყოველდღიურად იყენებდნენ, ჩამოწერეს ამ პროდუქტების დასამზადებლად საჭირო მასალა და მასალის მოპოვების წყარო.შემდეგ სამუშაოში შეარჩიეს ხუთ-ხუთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი, განიხილეს ამ პროდუქტების წყარო, და თუ რა დრო სჭირდება გამოყენებული რესურსის შევსებას.

მოსწავლეებმა იმსჯელეს განახლებადი და არაგანახლებადი რესურსების შესახებ და მივიდნენ იმ დასკვნამდე ,რომ აუცილებელია რესურსების დაზოგვა გადამუშავების, შეკეთების, ხელახლა გამოყენების, გაჩუქების გზით. ბოლოს კი ისაუბრეს წრიული ეკონომიკის მნიშვნელობასა და დადებით შედეგებზე.#გიმნაზიისეკოკომიტეტი#ჩვენვზრუნავთჩვენსპლანეტაზეიზრუნეშენც#ეკოთაობაKeep Georgia Tidy – დავიცვათ საქართველოს სისუფთავე – KGT

Share Button