2023 წლის 12 იანვარს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში მორიგი პედაგოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე მოისმინეს გიმნაზიის პრორექტორის (სასწავლო-ადმინისტრაციულ დარგში) ქალბატონ მაია ონიანის ანგარიში პირველი სემესტრის შედეგების შესახებ წლის ბოლოს მისაღწევ შედეგებთან და ინდიკატორებთან მიმართებაში ესგ-თი გათვალისწინებულ საგნებში მოსწავლეთა შეფასებამ წარმოაჩინა, რომ სასულიერო გიმნაზიის თითქმის არცერთ მოსწავლეს არ დაუმსახურება საშუალო და საშუალოზე დაბალი შეფასება, მაგრამ ეს არ იძლევა თვითდამშვიდების საშუალებას. მოსწავლეთა პოტენციალის სრულად წარმოჩენა და განვითარება სასწავლო პროცესისა და მექანიზმების შემდგომ დახვეწასა და დაუღალავ შრომას მოითხოვს, საუბარი შეეხო კომპლექსური კონტექსტის მქონე შემაჯამებელ დავალებებს, აკადემიური მიღწევის შედეგების ზრდის უკეთესი ტენდენციებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.კათედრების მიხედვით განხორციელებულ სასწავლო-საგაკვეთილო თუ არაფორმალურ აქტივობებზე დაწვრილებით ისაუბრეს კათედრის თავმჯდომარებმა ( ი.ჩოგოვაძემ, ე.გურეშიძემ, ქ.ქუთათელაძემ, ნ.ზაქარაიამ და ნ.გუბელაძემ) და წარმოაჩინეს დეტალური შედეგები.აღინიშნა, რომ აუცილებელია ინდივიდუალური მიდგომის უფრო ფართოდ დანერგვა და დამოუკიდებელი მუშაობისათვის მოსწავლეთა წახალისება.პედაგოგიური საბჭოს სხდომას უძღვებოდა გიმნაზიის რექტორი – ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) მან ბოლოს მადლობა გადაუხადა გიმნაზიის პედაგოგიურ კოლექტივს გაწეული შრომისთვის, ბედნიერი შობა-ახალ წელი და წარმატებები უსურვა მათ.

Share Button