წყალტუბოს სასულიეორ გიმნაზიის ნიჭიერმა სპორტსმენებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს თავიანთი უსაზღვრო უნარები და 19 – 20 ოქტომბერს გამართულ სასკოლო სპორტულ ოლიმპადაზე, პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ, როგორც კალათბურთში ასევე ჩოგბურთში.
სპორტულ სამყაროში გუნდური მუშაობა და თავდადებული შრომა არის წარმატების გასაღები. სწორედ, რომ ბევრი შრომისა და დიდი სურვილის შედეგი აჩვენეს დღეს გიმნაზიის მოსწავლეებმა.
ჩვენმა კალათბურთის და ჩოგბურთის გუნდებმა, არამარტო დიდება მოუტანეს გიმნაზიას, არამედ მოგვცეს შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გვეამაყა ჩვენი აღსაზრდელებით და კიდევ ერთხელ გვეგრძნო მათგან ის სულისკვეთება და ერთგულება, რომელიც ჩაუნერგა მათ, გიმნაზიის არაჩვეულებრივმა სპორტის მასწავლებელმა და მწვრთნელმა გაგა უშვერიძემ.
კიდევ ერთხელ ვულოცათ ჩვენს სპორტსმენემს და მათ მწვრთნელს ამ ბრწყინვალე გამარჯვებას. მუდამ გვეამაყოს თქვენით.