საქართველოში 2012 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება ევროპული ენების დღე. ღონისძიების ორგანიზატორია EUNIC Georgia_ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული კულტურის ინსტიტუტების გაერთიანება.
მიმდინარე წელს ამ ღონისძიებას წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაც შეუერთდა.
ჩატარდა ვიქტორინა 10_11 კლასის მოსწავლეებისთვის და ნორჩი მწერლების კონკურსი,რომელშიც 8 და 11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
და როგორც ყოვეთლვის გიმნაზიელებმა თავი გამოიჩინეს და მოწინავე ადგილები დაიკავეს. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც გადაეცათ EUNIC Georgia_ს მიერ გამოგზავნილი ბრენდირებული საჩუქრები.
კონკურსი უცხო ენების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა. ვულოცავთ ამ გამარჯვებას კათედრას და მოსწავლეებსაც, წინსვლა და წარმატებები ყოფილიყოს თქვენი ცხოვრების მუდმივი თანმდევი.