„უსუსურება საკუთარი თანდათან მანგრევს,
ვტირი და მაინც – მე ვამაყობ ჩემი მკვდრებითაც,
რომ მტრის წინაშე არ დავეცე და კი არ გავქრე,
ამოვიზარდო, აღმოვცენდე მოთმინებიდან“ – გივი ალხაზიშვილი.
სწორედ, რომ ეს აღმოცენება იყო დღევანდელი წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი, 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძება “9 აპრილის ორი სახე”.
გაცოცხლებული იარები, მოზღვავებული ემოცია და გულთან მიტანილი ტკივილი. მოსწავლეებმა თავისეულად, ბავშვური სიწრფელით წარმოგვიდგინეს და გააცოცხლეს 9 აპრილის კადრები…
ეს სწორედ ის მომავალია რის იმედადაც საქართველო ჯერ კიდევ დგას ფეხზე და კიდევ დიდხანს იდგება მყარად.
ღონისძებას ესწრებოდნენ მისი მაღალყოვლადუსამღვდელოება მეუფე იოანე (გიმნაზიის რექტორი) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი ბატონი გენადი ბალანჩივაძე და საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი, მამუკა ჩხეტიანი.
მათ ემოციის გარეშე ვერ შეაფასეს მოსწავლეთა შრომა და გულწრფელობა. აღნიშნეს მათი დიდი პატივისცემა ისტორიისა და საქართველოს გმირებისადმი, კიდევ ერთხელ გაიხსენეს 9 აპრილის ტრაგედია და ისაუბრეს მის ორ სახეზე.