პლანეტის დასუფთავების იდეა პირველად ესტონეთში 2008 წელს დაიბადა. მაშინ დაახლოებით 50 ათასმა ადამიანმა დაასუფთავა მთლიანი ქვეყანა დაახლოებით 5 საათში. მას შემდეგ აღნიშნული იდეა სხვა ქვეყნებმაც აიტაცეს.
დღეისთვის გლობალურ აქციაში 157 ქვეყანა და 18 მლნ–მდე ადამიანი მონაწილეობს.
წელს დასუფთავების აქციაში სხვა ორგანიზაციებისა თუ საგანმანათლებლო დაწესებულებების მსგავსად წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაც შეუერთდა, აქციაში მონაწილეობდნენ გიმნაზიის X-ა, X-ბ და XI-ბ კლასის მოსწავლეები. მათ დაასუფთავეს გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორია და ნარჩენები შესაბამის ადგილზე მოათავსეს!
აქციას ორგანიზებას უწევდა გიმნაზიის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის გამგე თინა ჯიქია.
დიდი მადლობა ჩვენს საყვარელ მოსწავლეებსა და მასწავლებელს ასეთი ერთგულებისა და პასუხისმგებლობისათვის.