👩‍🔬👩‍💼 მეცნიერ ქალთა ისტორიის თვის აღსანიშნავად ეკოდაივერებმა,ანა ხვისტანმა და ანასტასია ნიკოლაძემ, 12 თებერვალს მოაწყვეს პრეზენტაცია გიმნაზიის მე-5 კლასის მოსწავლეებთან რათა გაეგოთ ისტორიაში მნიშვნელოვანი ქალების შესახებ. შეხვედრა, რომელიც გაიმართა დიდი ენთუზიაზმითა და პატივისცემით, მიზნად ისახავდა გამოეყო ქალთა ღირსშესანიშნავი მიღწევები და წვლილი მთელი ისტორიის მანძილზე,

👩‍🔬👩‍💼 ღონისძიება დაიწყო მოსწავლეების პრეზენტაციების სერიით, რომელთაგან თითოეული ფოკუსირებული იყო სხვადასხვა გავლენიან ქალზე. მეცნიერებიდან და აქტივისტებიდან დაწყებული ხელოვანებითა და ლიდერებით დამთავრებული, პრეზენტაციები მოიცავდა სფეროების ფართო სპექტრს, ასახავდა ქალთა მიღწევების მრავალფეროვნებას და მათ გავლენას საზოგადოებაზე.

👩‍🔬👩‍💼 გოგონებმა ყურადღება გაამახვილეს, ჰედი ლამარზე, რომელმაც შექმნა მოწყობილობა, რომლითაც სიხშირის გადაცემა ისე შეიძლებოდა, რომ მტერს ეს არ გაეგო. მოგვიანებით სწორედ ანალოგიური მეთოდი, ჰედი ლამარის მიგნება გამოიყენეს WiFi-სა და Bluetooth- ის განსავითარებლად, ისაუბრეს მარია ტელკეშზე, , რომელსაც მზის ენერგიის გამოყენებასთან დაკავშირებული აღმოჩენების გამო “მზის დედოფალსაც” უწოდებენ. 1948 წელს მასაჩუსეტსის შტატში მან ააშენა პირველი სახლი, რომელიც გასათბობად მთლიანად მზის ენერგიას იყენებდა და ასე შემდეგ.

შეხვედრა ძალიან საინტერესო და სიურპრიზებით სავსე აღმოჩნდა, რათა ბავშვებს არ ეგონათ, რომ მსგავსი მოწყობილკობების გამოგონება შეეძლოთ ქალებს.

Share Button