22 აპრილი- დედამიწის დღეა! ყოველ წელს, მილიონობით მოქალაქე ერთი იდეის გარშემო ერთიანდება და ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს პლანეტის დაცვაში და ბუნებრივი ეკოსისტემების გადარჩენაში!სწორედ ამ მიზნით წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის XI ა კლასის მოსწავლეებმა დაიწყეს პროექტი” გახდი ბუნების მეგობარი, დაიცავი გარემო!” პროექტის ფასილიტატორი პედაგოგი ფიქრია ცერცვაძე.

პროექტის პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევა გარემოს დაცვით საკითხებზე და კვლევის შედეგების მიხედვით დაგეგმეს შემდგომი ეტაპი, მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება.

დღეს გაიმართა პირველი საინფორმაციო შეხვედრა IV კლასის მოსწავლეებთან.(დამრიგებელი: მზია ბალანჩივაძე) შეხვედრა დატვირთული იყო საინტერესო აქტივობებით, რომლებიც სრულად ინტერაქტიული იყო. შეხვედრით მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ნარჩენების გადამუშავების აუცილებლობის შესახებ. შეხვედრა დატვირთული იყო დადებითი ემოციებით. წარმატებას ვუსურვებთ XI ა კლასის მოსწავლეებს.

იმედი გვაქვს მათი შრომა შედეგს გამოიღებს და მცირედ წვლილს მაინც შეიტანს გარემოს დაცვის საკითხში.

#გიმნაზიისეკოკომიტეტი

#ეკოთაობა

Keep Georgia Tidy – დავიცვათ საქართველოს სისუფთავე – KGT

Share Button