☘🌳🍃 პროექტის ” გახდი ბუნების მეგობარი, დაიცავი გარემო!” ფარგლებში XI ა კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს მორიგი საინფორმაციო შეხვედრები Vბ და VII კლასის მოსწავლეებთან. შეხვედრის თემა : გლობალური დათბობა , ნარჩენების გადამუშავება. შეხვედრები იყო კარგად ორგანიზებული, დატვირთული საინტერესო აქტივობებით. მოსწავლეებმა დადებითად გაგვაოცეს მათი ჩართულობით, საინტერესო მოსაზრებებით და საკითხის ცოდნით.

☘🌳🍃 იმედი გვაქვს ეს შეხვედრები შედეგს გამოიღებს და ხელს შეუწყობს მოსწავლეებში გარემოს დაცვითი კულტურის კიდევ უფრო განვითარებას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კიდევ ბევრი საინტერესო აქტივობა, წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს XI ა კლასელებს და პროექტის ფასილიტატორ მასწავლებელს ფიქრია ცერცვაძეს ამ კარგ საქმეში.

#გიმნაზიისეკოკომიტეტი

#ეკოთაობა

Keep Georgia Tidy – დავიცვათ საქართველოს სისუფთავე – KGT

Share Button