,,შვილის თვალებში მზე თუ იცინის დედისთვის მუდამ გაზაფხულია“…

შთაბეჭდილებებითა და ემოციებით კიდევ ერთი დღე იყო დღევანდელი დღე ა(აი)პ წყალტუბოს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში, II-ბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ნ.მელქაძე) ულამაზესი ღონისძიება მიუძღვნეს ადამიანთა მოდგმის დამბადებელ, სიცოცხლის მიმნიჭებელ, დედამიწის ზურგზე ყველაზე ლამაზს, ფაქიზსა და სპეტაკ გრძნობას ,,დედაშვილობას“.

ღონისძიებაში მოსწავლეთა მშობლებიც იღებდნენ მონაწილეობას და თავიანთი ზრუნვა და უპირობო სიყვარული ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვით გამოხატეს, რითაც სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები აჩუქეს.

გიმნაზიის ადმინისტრაცია მოსწავლეები,მასწავლებლები და დამსწრე მშობლები ემოციებს ვერ ფარავდნენ.მათ უდიდესი მადლიერება გამოხატეს ყველას მიმართ,ვინც ღონისძიებაში აქტიურად იყო ჩართული.

დღევანდელი შთაბეჭდილებების წიგნში კიდევ ერთი ჯადოსნური ფრაზა ჩაიწერა: “ლამაზი დედაშვილობა”,ღმერთმა დაგილოცოთ დედაშვილობა ძვირფასო ქალბატონებო!

Share Button