📖⏳ამა წლის 8 მარტს სკოლა-გიმნაზიის მესამე და მეოთხე კლასელთა შორის ჩატარდა ფინალური ვიქტორინა ინგლისურ ენაში. (პედაგოგი ფიქრია ცერცვაძე)(დამრიგებლები: იამზე ჩოგოვაძე, ფიქრია ცერცვაძე)

⚖️⚖️ ვიქტორინა დაიწყო შიდა საკლასო შეჯიბრით, რომელში გამარჯვებული გუნდები შეეჯიბრნენ ერთმანეთს ფინალში.მოსწავლეებმა ხუთ ტურიან შეჯიბრში საუკეთესო შედეგი აჩვენეს. მიუხედავად დამატებითი ტურისა, ორივე გუნდმა თანაბარი, მაქსიმალური ქულა აიღო. საბოლოოდ კი მეგობრობამ გაიმარჯვა.

✅✅ შედეგების შემოწმებაში აქტიურად ჩაერთო აუდიტორია, რომელმაც ასევე გამოიჩინა თავი სწორი პასუხებით. მონაწილე გუნდებს სერთიფიკატები სკოლა-გიმნაზიის დირექტორის მოადგილემ სასწავლო-ადმინისტრაციულ დარგში ქ. მაია ონიანმა გადასცა და წარმატებები უსურვა ბავშვებს და მასწავლებელს.

Share Button