წყალტუბოს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართმადიდებლურ სკოლა გიმნაზიაში, მათემატიკის კვირეულის ფარგლებში 13 მარტს გაიმართა ვიქტორინა VIIა და VIIბ კლასელებისთვის, მათემატიკის მასწავლებლის ნათია ემნაძის ხელმძღვანელობით.

ვიქტორინა შედგებოდა ორი ეტაპისგან, პირველი ტურისგან და ფინალისგან.

ვიქტორინაში მონაწილეობდა ოთხი გუნდი. პირველი ეტაპის შემდგომ თამაშს გამოეთიშა ერთ-ერთი გუნდი,ხოლო საფინალო ტურის შედეგად გამარჯვებული გუნდი გახდა VIIბ კლასის მოსწავლეები.

ვიქტორინას ესწრებოდა, გიმნაზიის მმართველი დირექტორის მოადგილე ქალბატონი მაია ონიანი, მათემატიკის კათედრის თავჯდომარე ქრისტინა ქუთათელაძე და შეფასების ჯგუფის წევრი დარეჯან გოჩელაშვილი.

დამსწრე საზოგადოებამ დადებითად შეაფასა ბავშვების აქტიურობა და ჩართულობა ვიქტორინის პროცესში და წარმატებები უსრუვა ბავშვებს და მათ პედაგოგს.

Share Button