🟢🟢 წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში უკვე ერთი წელია ჩამოყალიბდა და ფუნქციონირებს ეკო კომიტეტი, რომელიც აქტიურად აგრძელებს სამოქმედო გეგმით გაწერილ აქტივობებს.

💧❄🌞ეკო კომიტეტის სამუშაო თემაა კლიმატის ცვლილება, აქტივობები კი ორი მიმართულებით ხორციელდება: პირველი მოსწავლეების და ზოგადად გიმნაზიის საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მეორე პრაქტიკული აქტივობების განხორციელება კლიმატის ცვლილების შერბილების მიზნით.

🌳☘ ამჯერად დაიწყო შეხვედრების ციკლი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან, მათთვის კლიმატის ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდების და მათში გარემოს დამცველი მოქალაქეობრივი მოვალეობების გაღვივების მიზნით. შეხვედრებს წარმართავენ ეკო კომიტეტის წევრები და მეათე კლასის მოსწავლეები. (ფასილიტატორი მასწავლებლები: ნინო დგებუაძე, ფიქრია ცერცვაძე, ქრისტინა ქუთათელაძე).

🟡 დღეს პირველი შეხვედრა გაიმართა მე-6 ა კლასის მოსწავლეებთან. პრეზენტატორები : თაკო დანგაძე და ნინო გოდერიძე.

🔵 მოსწავლეებმა მოისმინეს პრეზენტაცია “კლიმატის ცვლილება და გლობალური დათბობა”, ნახეს საინტერესო ვიდეო და გამართეს მსჯელობა კლიმატის ცვლილების მიზეზების, შედეგების და ამ პრობლემის გადაჭრის გზების შესახებ.

#გიმნაზიისეკოკომიტეტი

#ეკოთაობა

Keep Georgia Tidy – დავიცვათ საქართველოს სისუფთავე – KGT

Share Button