“Hour of Code™ არის კომპიუტერული მეცნიერებების- პროგრამირებისა და ქოდინგის საერთაშორისო კამპანია, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს 180- ქყვეყანასა და კომპიუტერული ტექნოლოგიების ასეულობით მილიონ მოსწავლე-მასწავლებელს აერთიანებს.

კოდის ერთი საათის მიზანია კომპიუტერული მეცნიერებების, პროგრამირების/კოდინგის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში და ინოვაციური განათლების ხელშეწყობა.

კომპიუტერული მეცნიერებების დემისტიფიკაცია და ხელმისაწვდომობის ზრდა

CSEdWeek ეძღვნება კომპიუტერული მეცნიერებების ერთ-ერთი უძლიერესი ქალი მეცნიერის, პროგრამისტის, მათემატიკოსის გრეის ჰოფერის დაბადების თარიღს (9 დეკემბერი, 1906).

სასულიერო გიმნაზიის მე-3 კლასელები დღეს შეუერთდნენ კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილზე (მასწავლებელი: ქრისტინა ქუთათელაძე) აღნიშნულ კამპანიას Codemonkey.com პლატფორმაზე.

მათი პირველი შეხება კოდის წერასთან საოცარი, სახალისო და საინტერესო იყო, კურსის დასრულების შემდეგ კი ისინი სპეციალური სერტიფიკატებითაც წახალისდნენ.

დიდი მადლობა CodeMonkey Georgia შემოთავაზებული მომსახურეობისთვის

#codemonkeygeorgia

#learning

#Successful

#HourofCode

#CodingChampions

#FutureTechLeaders

#stemeducation

#proudschoolcommunity

#მათემატიკაისტკათედრა

Share Button