2024 წლის 16 თებერვალს მასწავლებელთა კონფერენცია გაიმართა წყალტუბოს მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში.

კონფერენცია უცხოური ენებისა და დაწყებითების კათედრათა შორის თანამშრომლობის ფორმატში გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო პედაგოგიური პრაქტიკის გამოცდილების გაზიარებით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

კონფერენცის თემატიკა კი ეფუძნებოდა პედაგოგთა საჭიროებების კვლევის შედეგებს. მომხსენებლებმა (ფიქრია ცერცვაძე, ნადია მელქაძე, ნათია გუბელაძე და ლელა ციბაძე) წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები ისეთ საკითხებზე როგორიცაა: შეფასება, პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა, კოგნიტური დიაგრამებით სწავლება და მოტივაცია.

შეხვედრას ესწრებოდნენ დირექტორი სასწავლო ადმინისტრაციულ დარგში ქალბატონი მაია ონიანი და სხვადასხვა კათედრის პედაგოგები.

მათ დადებითად შეაფასეს ეს შეხვედრა და აღნიშნეს, რომ აქ მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოიყენებდნენ თავიანთ პედაგოგიურ საქმიანობაში.

Share Button