ჩვენს ციფრულ ეპოქაში, ინფორმაციის ნაკადი შეიძლება იყოს უზარმაზარი. მედიის ძალა ჩვენს ხელშია, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მედიაწიგნიერების ძლიერი უნარების განვითარებას.

🧐📚🌐 23 ოქტომბერს, მედიისა და წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში საინტერესო შეხვედრა ჩაუტარდათ მეოთხე კლასის მოსწავლეებს. დამრიგებელმა ფიქრია ცერცვაძემ მოსწავლეებს გააცნო ინტერნეტის შექმნის ისტორია, ისაუბრა ინტერნეტის სარგებელსა და მავნე ზეგავლენაზე, ინტერნეტში არსებულ საფრთხეებსა და რისკებზე. ერთობლივი მსჯელობით მოსწავლეებმა განიხილეს ის გზები თუ როგორ შეძლებდნენ არსებული საფრთხის თავიდან აცილებას.

🧠💡შეხვედრის ბოლოს კი ჩამოწერეს ინტერნეტ საფრთხეებისგან თავდაცვის გზები.

📚🌐მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ შეხვედრა. აღნიშნეს , რომ ბევრი საინტერესო ინფორმაცია მიიღეს, რომელსაც აუცილებლად გამოიყენებდნენ ინტერნეტის სარგებლობის დროს.

მედიაწიგნიერება – Media Literacy

#მედიაწიგნიერება

#ციფრულიმოქალაქეობა

#კრიტიკულიაზროვნება

#25ოქტომბერი

#დარჩითინფორმირებული

Share Button