📚♻ ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების დანერგვის მიზნით, საგანმანათლებლო საინფორმაციო შეხვედრა გაიმართ გიმნაზიის მე-4 კლასის მოსწავლეებთან. ღონისძიება ეკო კომიტეტის ორგანიზებით ეკოკლუბ ეკოდაივერებთან თანამშრომლობით გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო ნარჩენების მართვის შესახებ აუცილებელი ცოდნის გავრცელება და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობის ხელშეწყობა.

📚♻ შეხვედრა საინტერესოდ დაიწყო, ეკოკლუბის წევრებმა განასხვავეს ნაგავი და ნარჩენი, ისაუბრეს იმ ზიანის შესახებ რასაც იწვევს სხვადასხვა ნარჩენის ნიადაგში მოხვედრა, მოსწავლეებთან ერთად იმსჯელეს ნარჩენების შემცირებასა და გადამუშავების გზებზე.

ეკო კომიტეტის წევრებმა და Ecodiver-ებმა ბავშვებს გაუზიარეს ღირებული შეხედულებები ნარჩენების არასათანადო განლაგების გარემოზე ზემოქმედების შესახებ. მათ ხაზი გაუსვეს დაბინძურების შედეგებს ნიადაგის ხარისხზე და უფრო ფართო ეკოსისტემაზე, ხაზი გაუსვეს ნარჩენების მართვის მნიშვნელობას ჩვენი პლანეტის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

📚♻ შეხვედრის ინტერაქტიულმა ხასიათმა ბავშვებს საშუალება მისცა აქტიური მონაწილეობა მიეღოთ სასწავლო პროცესში და შემოქმედებიტად გამოეხატათ უკუკავშირი. ფერადი ფანქრებიტ გააფერადეს წინასწარ დამზადებული ფურცლები, რომელიც გამოყენებული იქნება კლასებში ნარჩენების მართვის ყუთების დასამზადებლად.

#კეცხოველისპრემია2024

#ეკოკლუბი

#ეკოდაივერები

#იმოქმედეცვლილებებისთვსი

Share Button