სიმბოლურად დაემთხვა სულთმოფენობის დღესასწაულს 2023 წლის 4 ივნისს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის IX კლასის მოსწავლეთა მოლოცვითი ექსკურსია რაჭაში.

ექსკურსია/მოლოცვის მიზანი იყო მოსწავლეთათვის ნიკორწმინდის ეპარქიის მონახულება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაცნობა, ისტორიული ადგილებისთვის ყურადღების მიქცევა და ამ კუთხისთვის დამახასიათებელი ბუნების სილამაზის შეგრძნება.

მოსწავლეები ნიკორწმინდის ტაძარში დაესწრნენ წირვას. დაათვალიერეს უძველესი ფრესკები და ჩუქურთმები. კლასის დამრიგებელი მათ ესაუბრა ტაძრის ისტორიულ მნიშვნელობაზე და შეეცადა მათი თითოეული კითხვისთვის ამომწურავი პასუხები გაეცა. ასევე მოილოცეს ბარაკონის ტაძარი და „ჭელიშის უდაბნო“. ამ სიწმინდეებმა გულგრილი არცერთი მათგანი დატოვა- მათთვის ეს დღე ემოციურად შთამბეჭდავი და მრავლისმთქმელი იყო, რამდენიმე მათგანს ლექსის წაკითხვის სურვილიც კი გაუჩნდა.

ტაძრების შემდეგ მოინახულეს „ყინულის სასახლე“ და „სიყვარულის ჩანჩქერი“, გადაიღეს არა ერთი ლამაზი, სამახსოვრო ფოტო და ვიდეო. გაცვალეს ერთმანეთში დადებითი ემოციები.

Share Button