კიდევ ერთი პოზიტიური და ლამაზი დღე ჩვენს გიმნაზიაში

დღეს გიმნაზიას მისი მმართველი დირექტორი ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე სტუმრობდა, რომელმაც სასწავლებლის (2021-2022 ს/წ) წარჩინებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვა. მიულოცა მათ მიღწეული წარმატებები, რომლის ათვლაც სწორედ ამ გიმნაზიის კედლებიდან იწყება და იმედი გვაქვს რომ გაბევრდება. ოქროს მედლლებსა და სერთიფიკატებთან ერთად საჩუქრად წმინდა კეთილმსახურ მეფე თამარის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ახალი გამოცემის წიგნები უსახსოვრა.

შეხვედრას გიმნაზიის მოსწავლე-ახალგაზრდობა, პედაგოგები და მშობლებიც ესწრებოდნენ,რომლებმაც გამოხატეს მადლიერება მეუფისადმი.

დიდი სიამაყით ვულოცავთ ჩვენს მედალოსნებს, დამსახურებულ ჯილდოებს და საუკეთესო, სამომავლო სურვილებით კიდევ ერთხელ ვეტყვით,

“ჩვენო საყვარელო ახალგაზრდებო – ჩვენ ვხარობთ თქვენით, გვეამაყებით და გვეიმედებით!”

Share Button