მიილია ჩვენს პატარებთან მუშაობის პირველი წელი. დასრულდა საინტერესო, დაძაბული, მაგრამ მხიარული და სიახლეებით აღსავსე ერთი წელი.

დღეს კი გიმნაზიის წინაშე წარსდგნენ პირველკლასელები, მოფუსფუსეები, მორცხვები თამამები და უბრალოდ ძალიან საყვარლები და თავიანთი შემოქმედებითი უნარები აჩვენეს დამსწრე საზოგადოებას. ლამაზად გვიამბეს გიმნაზიაში გატარებულ პირველ წელზე და შეგვპირდნენ, რომ მეორე კლასში კიდევ უფრო დიდები, საყვარლები და დინჯები იქნებიან.

ღონისძიებას ესწრებოდა გიმნაზიის რექტორატის წარმომადგენლები: პრორექტორი სასულიერო საგნების სწავლების დარგში დეკანოზი ზურაბ ( სუბელიანი) პრორექტორი მაია ონიანი და ხარისხის მართვის ხელმძღვანელი ფიქრია კვაბძირიძე.

პედაგოგები და მოსწავლეები, მათ ძალიან მოიწონეს ღონისძიება, ბოლოს კი მამა ზურაბმა დალოცა და წარმატებები უსურვა ამ სიცოცხლით სავსე, ნიჭიერ და ხალასი აზროვნების ბავშვებს ცხოვრების გზაზე.

Share Button