📣📣 სასიამოვნო ემოციებით დატვირთული საახალწლო ღონისძიება ჩატარდა მართლმადიდებლურ სკოლა- გიმნაზიაში ამა წლის 28 დეკემბერს , გიმნაზიის საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით. მათ უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა გიმნაზიის ადმინისტრაციამ.

🌲💃 მოსწავლეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა სახის საინტერესო და სახალისო ნომრები.

🎶🎙️ ღონისძიების დასასრულს გიმნაზიასთან არსებულმა გუნდმა “ივერონი”, საშობაო საგალობლით მიულოცა დამსწრე საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი.

📌📌 მოსწავლის შრომის აღიარება, წახალისება ერთგვარი მოტივაციაა შემდგომი წინსვლისა და წარმატებისა, მაგრამ ამ აღიარებას, რომ ქველმოქმედი ადამიანები გამოუჩნდება და ფულადი ჯილდოთი წაახალისებს ეს უკვე სიკეთეა.

📣📣 ადმინისტრაციამ თანადგომისთვის, ქველმოქმედებისა და მოსწავლეების გახარებისთვის მადლიერების სიგელი გადასცა ქალბატონ ნათია შვანგირაძეს.

🙏🙏 გიმნაზიის დირექტორატი მადლობას უხდის საინიციატივო ჯგუფს და მის თავმჯდომარეს ელენე კვერნაძეს კარგად ორგანიზებული ღონიძიებისთვის. მადლობა გიმნაზიის ფსიქოლოგს თამარ ლალიაშვილს და ხელოვნების პედაგოგს სოფო ქუთათელაძეს თანადგომისთვის.

❤️❤️ ბედნიერებით , სასიამოვნო დღეებით სავსე ახალ წელს გისურვებთ.

Share Button