მართლმადიდებლური სკოლა გიმნაზიის ეკო კლუბ “ეკო დაივერების” წევრები გახდნენ ასოციაცია “ვაკეთოდ ერთად” მოხალისეები, და სწორედ მათთან თანამშრომლობით დღეს გიმნაზიის საზოგადოებისთვია ორგანიზება გაუკეთეს აქციას, რომელიც მოიცავდა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების გზამკვლევის დარიგებას.

გამოცემა, რომელიც ეკო დაივერებმა დაარიგეს საუკეთესო საშუალებაა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებთა ინფორმირებულობისთვის. მასში წარმოდგენილია ინფორმაცია მუნიციპალური პროგრამების, ჯანდაცვის პროგრამების და ასევე – დევნილთათვის გათვალისწინებული მომსახურების შესახებ.

გზამკვლევის მიზანია ხელი შეუწყოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მცხოვრებთ სოციალური თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში.

საინფორმაციო გზამკვლევი შექმნილია პროგრამის “სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება – დევნილთა და ლტოლვილთა ხმა საქართველოში” ფარგლებში.

#კეცხოველისპრემია2024

#ეკოკლუბი

#ეკოდაივერები

#იმოქმედეკლიმატისთვის

Share Button