🍂✏️🎶შემოდგომის კვირეულის ფარგლეში, გიმნაზიის მე-3 კლასელებმა (დამრიგებელი: იამზე ჩოგოვაძე) საოცარი, გულის ამაფრთხიალებელი ღონისძება შემოგვთავაზეს, სახელწოდებით: “ფოთლები მიქრიან ქარდაქარ”

🍂🍎🍁 მათი საკლასო ოთახი წამებში გადაიქცა შემოდგომის სამოთხედ, აივსო ფოთლების ფერებითა და უგემრიელესი ხილის სიუხვით. საოცარი და ჯადოსნურ ატმოსფეროს ქმნიდა პატარების ჟღურტული, რომლებიც საოცრად თბილი და ლამაზი სიტყვებით ამკობდნენ ოქროსფერ შემოქდგომას, ნაზი ჰანგებით და მოძრაობებით ასახავდნენ ფოთოლცვენას და გვამოგზაურებდნენ შემოდგომის მრავალფეროვნებაში.

🍁📚🎨🧡👦👧 სიამაყეს, სითბოს, მღელვარებასა და გაოცებას ვერ მალავდა იქ მყოფი დამსწრე საზოგადოება, გიმნაზიის პრორექტორები დეკანოზი მამა ზურაბ სუბელიანი და ქალბატონი მაია ონიანი, ხარისხის მართვის მენეჯერი ფიქრია ცერცვაძე და სხვა პედაგოგები. მათ უამრავი თბილი და საამაყო სიტყვებით შეამკეს ჩვენი პატარები და მასწავლებელი

Share Button