როცა სწავლება კრიტიკული აზროვნების პრინციპებზე დგას, თითოეული ადამიანი თავად ახორციელებს საკუთარი იდეის, შეფასების, მრწამსის ფორმულირებას. ვერავინ იფიქრებს კრიტიკულად ჩვენს მაგივრად, ეს „პიროვნული“ საზრუნავია. აზროვნება კრიტიკულია მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ინდივიდუალურია. ჩვენ საკმარისი თავისუფლება უნდა გვქონდეს, რომ ვიფიქროთ და დამოუკიდებლად გადაჭრათ სხვადასხვა სირთულის საკითხები.
გრძელდება სასკოლო პროექტი “ყველაზე მედიაწიგნიერი” და ამჯერად ცნობიერების ამაღლების მიზნით 27 აპრილს წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის IX კლასში ინფორმაციული შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც XI კლასის მოსწავლეები: მარიამ ქაჯაია და ნატა კინწურაშილი უძღვებოდნენ. . (ფასილიტატორი: ქრისტინა ქუთათელაძე )
შეხვედრამ ძალიან მხიარულად და საინტერესოდ ჩაიარა, მრავალფეროვანმა და სახალისო აქტივობებმა კიდევ უფრო გაამძაფრა ინფორმაციის გათვიცნობიერება თითოეულ მოსწავლეში, თეორიულად მოსმენილი პრაქტიკულად განამტკიცეს და ზღვა ინფორმაცია მიიღეს მათთვის გასაგებ ენაზე.