🔵16 იანვარს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის წარმომადგენლობის და წყალტუბოს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა გიმნაზიის ეკოკლუბ “ეკოდაივერებთან” თანამშრომლობით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას აღნიშნული სკოლის X და XI კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

🟣საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ შეხვედრის მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა, მისია და პროექტები გააცნო.

🟢შეხვედრაზე განხილული იქნა ნატოს შექმნის ისტორია, გაფართოების ეტაპები, პარტნიორობა საქართველოსთან და გაწევრიანების შესაძლებლობები.

🟡პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეხვედრა საინტერესო და საჭირო ინფორმაციით იყო სავსე, რამაც გამოიწვია მოსწავლეთა ცართულობა და კმაყოფილება. მოსწავლეებს თემატური საინფორმაციო მასალები დაურიგდათ.

🇬🇪🇪🇺 შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.

#კეცხოველისპრემია2024

#ეკოკლუბი

#ეკოდაივერები

#იმოქმედეკლიმატისთვის

Share Button