🌲🌳 ამ ბოლო დროს ხეს თუ ჩახუტებიხართ? თუ არა, დაფიქრდით ამაზე, იქნებ ღირს.
🥀🍀🦎თქვენ, ყველა დანარჩენ ადამიანთან ერთად, სიცოცხლეს მცენარეებსა და იმ სხვა ორგანიზმებს უნდა უმადლოდეთ, რომლებიც სინათლეს შთანთქავენ. მეტიც, დედამიწაზე სიცოცხლის დიდი ნაწილი სწორედ იმის წყალობით არსებობს, რომ მზე მუდმივად აწვდის ენერგიას ეკოსისტემებს.
🪺🍃ყველა ორგანიზმს, ადამიანების ჩათვლით, ენერგია სჭირდება მეტაბოლური რეაქციების წარსამართავად, რათა გაიზარდოს, განვითარდეს და გამრავლდეს, თუმცა ორგანიზმებს პირდაპირ არ შეუძლიათ მზის ენერგიის გამოყენება მეტაბოლური საჭიროებებისთვის. პირველ რიგში, ის ქიმიურ ენერგიად უნდა გარდაიქმნას ფოტოსინთეზის პროცესში
მიმდინარე წლის 20 მარტს, წყალტუბოს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა გიმნაზიის ეკო კლუბ” ეკო დაივერების” წევრებმა (პედაგოგი: მაია ონიანი) საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინეს ამ თემასთან დაკავშირებით. ისაუბრეს ორგანიზმებზე, რომელტაც ფოტოსინთეზის წარმოების უნარი აქვთ. მათ შორის, მცენარეებზე, წყალმცენარეებსა და ზოგ ბაქტერიაზე, რომლებსაც უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აქვთ ეკოლოგიაში. ეკოსისტემებისთვის ფიქსირებული ნახშირბადისა და ენერგიის მიწოდების გარდა, ფოტოსინთეზი დედამიწის ატმოსფეროს შემადგენლობაზეც ახდენს გავლენას.
თანატოლ-განმანათლების მიერ მიწოდებული ინფორმაცია ახალი და საინტერესო აღმოჩნდა ბავშვებისთვის.

Share Button