🧣🧦 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. ის მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნება.

საერთაშორისო ორგანიზაცია DSI (Down Syndrome International), რომლის წევრიცაა კავშირი „ჩვენი ბავშვები“, ყოველწლიურად განსაზღვრავს მსოფლიო სლოგანებს, ამ სლოგანის გარშემო გაეროს შტაბბინაში ატარებს კონფერენციას და აკეთებს მსოფლიო ვიდეორგოლს. უთვალავი წინდის („Lot`s of Socks“) ტრადიცია კი, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა, უკვე მეოთხე წელს ითვლის.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის დაწესება გამოწვეულია დაუნის სინდრომის მქონე პირთა მიმართ არსებული სტიგმებითა და სტერეოტიპებით მთელს მსოფლიოში. საზოგადოების მხრიდან სტიგმები და გაუცხოება კი განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა საქართველოში.

სწორედ ამ თემას მიეძღვნა დღეს ქ. წყალტუბოს წმ.გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა_გიმნაზიის XI კლასის მოსწავლეთა მიერ მომზადებული პროექტის „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ პრეზენტაცია (პროექტს ხელმღძვანელობდა ბიოლოგიის მასწავლებელი მაია ონიანი) პრეზენტაციას ესწრებოდნენ გიმნაზიის Xკლასის მოსწავლეები, პედაგოგები, ადმინისტრაცია და მშობლები.

მათ ძალიან მოეწონათ მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილი მოხსენებები. ბოლოს კი დისკუსია გაიმართა თემასთან დაკავშირებით. ცნობიერების ამაღლების კუთხით მოსწავლეებმა საკმაოდ საინტერესო ინფორმაციები გაუზიარეს აუდიტორიას.

Share Button