📌📌წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში გრძელდება ქალთა თვისადმი მიძღვნილი კვირეული “წარსულიდან…….მომავალში”

👩‍🔬👩‍⚕სამეცნიერო საზოგადოებაში აღიარების არარსებობის მიუხედავად და გენდერული დისკრიმინაციის გამოწვევის ფონზე, მაინც არაერთმა ქალმა შეძლო ამ დარგის განვითარებაში ისტორიული წვლილი შეეტანა. ,,მასწავლეს, რომ გზა პროგრესისკენ არც სწრაფია და არც მარტივი“ – მარი კიურის, ცნობილი ქალი მეცნიერის ეს სიტყვები შეიძლება ბევრისთვის ინსპირაციად იქცეს. განსაკუთრებით კი გოგონებისთვის, რომლებიც თავიანთ თავში ეძებენ ძალას მიჰყვნენ სასურველ სფეროს. სფეროს, რომელშიც მათ ყოფნას ყველაზე ნაკლებად ელიან.

👌👌VIბ კლასის ვაჟებმა( დამრიგებელი: იამზე ჩოგოვაძე) წარმოგვიდგინეს პრეზენტაციები იმ ქალ მეცნიერზე, რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ აღიარებას მათი აღმოჩენებისა თუ დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.პრეზენტაცია 2ა კლასის მოსწავლეებმა ლამაზი ლექსებით გახსნეს და ქალთა თვე მიულოცეს დამსწრეებს.

პრეზენტაციას ესწრებოდა გიმნაზიის პრორექტორი სასწავლო-ადმინისტრაციულ დარგში ქალბატონი მაია ონიანი და მათემატიკა ისტ კათედრის თავჯდომარე, ქრისტინა ქუთათელაძე. მათ ძალიან მოიწონეს ბავშვების მიერ წარმოდგენილი აქტივობები, მადლობა გადაუხადეს მათ და მათ დამრიგებელს და წარმატებები უსურვეს.

#ქალთაკვირეული

#მარტიქალთათვე

#ქალიმეცნიერები

Share Button