წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში, მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, ჩატარდა ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?”.

თამაშში მონაწილეობას იღებდნენ სასულიერო გიმნაზიის VIII – IX კლასის მოსწავლეები.გამარჯვებულ გუნდს და მის კაპიტანს სამახსოვრო წიგნები გადაეცათ საჩუქრად.

თამაშმა საინტერესოდ და აქტიურად ჩაიარა, ერთნაირად დიდი ინტერესი და მოწონება გამოიწვია, როგორც ბავშვებში ასევე დამსწრე აუდიტორიაშიც.

ღონისძიება შეაფასა გიმნაზიის რექტორატმა, მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და სამომავლოდ წინსვლა და წარმატებები უსურვეს მათ.

Share Button