🍂✏️🎶შემოდგომის კვირეულის ფარგლებში, II ა და II ბ კლასის მოსწავლეებმა ( დამრიგებლები მ. ბალანჩივაძე და ნ. მელქაძე) ძალიან ლამაზი ლიტერატურულ- მუსიკალური კომპოზიცია ,,შემოდგომის დოვლათი” წარმოგვიდგინეს.

🍁🍐🍊 II ბ კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს ხილზე და მათ სასარგებლო თვისებებზე, დაახასიათეს ისინი, იმღერეს და ლექსებიც მიუძღვნეს.

🌟🍇🍇 II ა კლასელებმა ხოტბა შეასხეს ღვთაებრივ მცენარეს- ვაზს და მის ნაყოფს. მათი აზრით ,შემოდგომას რა ხიბლი აქვს, თუ ზვრებში ყურძენი არ დაიკრიფა და საწნახელში არ დაიწურა! ღვინით ქვევრები არ აივსო და შემდეგ ღვთისა და კაცის სადიდებელი არ ითქვა.

🍁📖🎼 ჩვენმა მეორეკლასელებმა თავიანთი პოეტური სიტყვებითა და მელოდიური ჰანგებით აღბეჭდეს შემოდგომის არსი მთელი თავისი ფერადოვნებითა, სიუხვითა და სიდიადითბოლოს მოსწავლეები ხალისიანი განწყობით დაემშვიდობნენ შემოდგომას.

🧡🍂🎤#შემოდგომისკვირეული

#დაწყებითიკლასებისსპორტისადაესთეტიკურიაღზრდისკათედრა

Share Button