სასულიერო გიმნაზიაში დასრულდა დაწყებითი კლასების, ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის მიერ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული.

დღეს მესამე კლასის მოსწავლეებმა გვიჩვენეს თეატრალიზებული წარმოდგენა “წიგნიდან მოსული პერსონაჟები”.

პატარებმა დიდი ოსტატობით გაითამაშეს სცენები სხვადასხვა ნაწარმოებებიდან და გააცოცხლეს წიგნის პერსონაჟები.

ღონისძიება შეაფასა გიმნაზიის რექტორატმა და მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და მათ მასწავლებელს მზია ბალანჩივაძეს. წინსვლა და წარმატებები უსურვეს მათ.

Share Button