🟣 თუ რამე არის ადამიანად ყოფნის ნიშანი, ეს ენა და ანბანია. ენა, ჯერ როგორც ფიქრის და მერე ფიქრის გაზიარების ინსტრუმენტი. ანბანი კი ერთგვარი ყალიბია ამ ინსტრუმენტისა. დამწერლობაც ფიქრის გასაგნებაა, სულის განსხეულება.

🟢 თუ ენა არის, ადამიანიც არის. იგი აკავშირებს თანამედროვეობას წარსულთან და მომავალთან. ჩვენ ვართ მიმღები და გადამცემი ამ იშვიათი განძისა. ასეთ მემკვიდრეობას განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება.

🔵 ქართული ენა და ანბანი, როგორც ქართული ეროვნული ხასიათისა და ესთეტიკური ბუნების ანარეკლი, წარადგინეს მე-9 კლასის მოსწავლეებმა ( პედაგოგი: ნათია ღოღელიანი) ღონისძიებით, რომელსაც “33 ემოცია – ანბანით მოყოლილი საქართველო” უწოდეს.

🟡 ღონისძიებას ესწრებოდა წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის რექტორატი, პრორექტორი ქალბატონი მაია ონიანი და დეკანოზი ზურაბ სუბელიანი. პედაგოგები და მოსწავლეები. მათ მოუსმინეს და გაიაზრეს ბავშვების მიერ გულით ნათქვამი თითოეული სიტყვა, ხაზი გაუსვეს კავშირს სულიერებასთან და ისაუბრეს ქართული უნიკალური ანბანის შესახებ.

Share Button