წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის ეკოკომიტეტის სამოქმედო სტრატეგიის, გეგმის მიხედვით შერჩეული თემაა კლიმატის ცვლილება, კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლება და გარემოსდაცვითი კულტურის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა, ცოდნის მიღება და რაც მთავარია მოტივაციის ამაღლება მოსწავლე-ახალგაზრდობასა და მთლიანად სასკოლო საზოგადოების ყველა სხვა დანარჩენი წევრებისთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.
სწორედ ამ მიზნით, ეკოკომიტეტის ინიციატივით, საინტერესო შეხვედრა შედგა დღეს გიმნაზიის სასკოლო საზოგადოებასთან. საპატიო სტუმრის სტატუსით გიმნაზიას ეწვია აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გეოგრაფიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, ქ. ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლის პედაგოგი ქ- ნი მაგდა კვაბზირიძე. მან ძალიან საინტერესოდ და ამომწურავად ისაუბრა კლიმატის ცვლილების გამომწვევ მიზეზებსა და დამდგარი შედეგების შესახებ, როგორი ზეგავლენა აქვს კლიმატის ცვლილებას საქართველოსა და კონკრეტულად წყალტუბოზე. ისაუბრა, გზებზე, თუ როგორ შეუძლიათ ბავშვებს მათი წვლილის შეტანა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში.
მიზნობრივ შეხვედრას ესწრებოდნენ 7-11 კლასის მოსწავლეები, პედაგოგები და გიმნაზიის ადმინისტრაცია!გიმნაზიის სახელით გვინდა მადლიერება გამოვხატოთ, ქალბატონ მაგდა კვაბზირიძის მიმართ, საინტერესო და საჭირო ლექციისთვის, გვეიმედება რომ გიმნაზიის მოსწავლეები გაითვალისწინებენ დღეს მიღებულ რჩევებს, კარგად გააცნობიერებენ მათ და შეეცდებიან თვითონაც შეიტანონ წვლილი გარემოს გაჯანსაღების საქმეში და აღიზრდებიან გარემოსადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებით.
#გიმნაზიისეკოკომიტეტი
Keep Georgia Tidy – დავიცვათ საქართველოს სისუფთავე – KGT