სკოლის მისია


ა(ა)იპ წყალტუბოს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ავტორიზებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც, საქმიანობას ახორციელებს კანონების: „ზოგადი განათლების შესახებ“ და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“,ასევე  მოქმედი ეროვნულ სასწავლო გეგმით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით.

საქართველოს  კანონის შესაბამისად სრული ზოგადი  განათლება მოიცავს  12 წელს  და ხორციელდება სამ   საფეხურზე  ( დაწყებითი, საბაზო და საშუალო)

  • დაწყებითი განათლება მოიცავს 6 წელს და ხორციელდება I-VI კლასებში;
  • საბაზო განათლება მოიცავს 3 წელს, ხორციელდება VII-IX კლასებში;
  • საშუალო განათლება მოიცავს 3 წელს, ხორციელდება X-XII კლასებში. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა.

საგანმანათლებლო პროცესი მიმდინარეობს  ქართულ ენაზე.

საგანმანათლებლო  პროგრამების განხორციელებისას  გამოყენებული სწავლების მეთოდები  მორგებულია თითოეული მოსწავლის,მოსწავლეტა ჯგუფებისა და მთელი კლასის  საჭიროებებზე, რომელთა მეშვეობითაც  გიმნაზია შეძლებს  საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული შედეგების მიღწევას.

დაწყებითი  განათლების მიღება გულისხმობს  დაწყებითი საფეხურის (I-VI) კლასის დამთავრებას .

საბაზო განათლების მიღების შემდეგ გაიცემა საბაზო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი.

საბაზო საფეხურის დაძლევის საფუძველზე პირს აქვს უფლება, გავიდეს სკოლიდან, ყველა საგანში მიღებული დადებითი შეფასების საფუძველზე სწავლა გააგრძელოს ზოგადი განათლების მესამე საფეხურზე ან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

სრული ზოგადი განათლების მიღების  შემდეგ გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი- ატესტატი.  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვს პირს, რომელიც ფლობს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ ატესტატს ან მასთან გათანაბრებულ დოკუმენტს.