საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კვირეულის ფარგლებში ჩატარდა აქტივობა “გამოჩენილი ქართველი მეცნიერები”

X კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს მეცნიერთა ნაცნობი თუ უცნობი ისტორიები და მიღწევები.

ბოლოს კი მე – 8 კლასის მოსწავლე ნოდარ ბერაძემ და მე – 9 კლასის მოსწავლე თემო ჩირგაძემ სახალისო ცდებით აუდიტორია აღაფრთოვანა.

პრეზენტაციას ესწრებოდა გიმნაზიის პრორექტორი ქალბატონი მაია ონიანი, ქიმიის მასწავლებელი ქალბატონი თინა ჯიქია და ფიზიკის მასწავლებელი აკაკი ქებაძე.მათ მოიწონეს წარმოდგენილი აქტივობები და წარმატებები უსურვეს მოსწავლეებსა და მასწავლებელს.

Share Button