რა გამოარჩევს ღირსეულ სასწავლო დაწესებულებას? რა თქმა უნდა, ტრადიციები.

დიახ, დღეს, 14 სექტემბერს, როცა საეკლესიო ახალი წელი დგება, ტრადიციისამებრ, წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში ქუთათელ- გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ სწავლის დაწყების პარაკლისი აღავლინა, თვალციმციმა გოგო- ბიჭებს, პირველკლასელებს, ცოდნის სამყაროში პირველი ნაბიჯები დაულოცა და წარმატებებით, სიყვარულით სავსე წლები უსურვა.

ჩვენი მხრივ კი გვინდა, მივულოცოთ მის ყოვლადუსამღვდელოსობას , ჩვენს უსაყვარლეს მეუფე იოანეს, უმნიშვნელოვანესი თარიღი- მღვდელმთავრად კურთხევის მე-15 წლისთავი.

დაე, კვლავაც ნაყოფიერად ეღვაწოს უფლისა და ხალხის სამსახურში

Share Button