🧚🧚 “ანბანის შემობრძანება”. პირველი ასო ბგერის გაცნობა, პირველი სიტყვისა და პირველი წინადადების წაკითხვა, პირველი ასოების დაწერა – ეს ყოველივე იმდენად სასიხარულო და ამაღელვებელი აღმოჩნდა, რომ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა გიმნაზიის I კლასის თითოეულ მოსწავლეზე (დამრიგებელი: ეკატერინე ხომასურიძე)

“დედა ენა” – უპირველესია მთელ წიგნთან სამყაროში, ბუნების გამოღვიძების მახარობელია, იასავით სპეტაკია…უამრავი სახალისო და ფერადი აქტივობებით გააცნო მასწავლებელმა ანბანის პირველი ასო.

გაკვეთილი ძალიან მოიწონეს გიმნაზიის ხარისიხი მართვის მენეჯერმა, ფიქრია ცერცვაძემ და დაწყებითების კათედრის თავჯდომარემ, ნატო მელქაძემ. წარმატებები უსურვეს ბავშვებს და მათ მასწავლებელს.

Share Button