🟠 მიმდინარე წლის 25 დეკემბერს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა – გიმნაზიის მე-3 კლასში ჩატარდა ვიქტორინა “პატარა ინტელექტუალები”. ვიქტორინის თემატიკა მოსწავლეთა ასაკის შესაბამისი და მრავალფეროვანი იყო.

🟣 ვიქტორინის მიზანი ბავშვების გუნდური მუშაობის, ინფორმაციის სწრაფად დამუშავების, ურთიერთკომუნიკაციის დახვეწის და შეძენილი ცოდნის სწრაფად გააზრება – გამოყენების უნარი იყო.

კლასის მოსწავლეთა ოთხი ჯგუფი ცდილობდა მაქსიმალურად გამოევლინა ცოდნა ყველა სასწავლო დისციპლინაში. ვიქტორინა საკმაოდ აზარტული და ემოციური გამოდგა.

🔴 შედეგების მიხედვით ადგილები ასე გადანაწილდა:

I ადგილი – “ვარსკვლავები”

II ადგილი – “ლომები”

III ადგილი – “მერცხლები”

და აქტიური მონაწილეობის ადგილი დაიმსახურეს “არწივებმა.

🟢 ვიქტორინა მიჰყავდა კლასის დამრიგებელს იამზე ჩოგოვაძეს. აქტიურად იყვნენ ჩართულნი: ინგლისური ენის პედაგოგი ფიქრია ცერცვაძე, მე და საზოგადოების პედაგოგი თამარ ლალიაშვილი და კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგი ქრისტინა ქუთათელაძე. ჯიური გეოგრაფიის პედაგოგი ნინო დგებუაძე. ვიქტორინას ასევე ესწრებოდა გიმნაზიის საქმნის მწარმოებელი ლონდა ონიანი.

🔵 ვიქტორინამ მოსწავლეებში დიდი მოტივაცია გამოიწვია. სტუმრებს ძალიან მოეწონათ გონებამახვილი მესამეკლასელები, მადლიერება გამოხატეს მათ მიმართ და წარმატებები უსურვეს მოსწავლეებსა და მასწავლებელს.

Share Button