📣 მიმდინარე კვირაში ეკო კლუბ „ეკო დაივერების წევრების და სპორტის მასწავლებლის (მაკა კუხიანიძის) ორგანიზებით მოეწყო სპორტულ-გამაჯანსაღებელი კონკურსი „მხიარული სტარტები“

🤸‍♀⛹ მხიარული სტარტები გაიმართა მე-4 და მე-5 ა კლასებში.(დამრიგებლები: ფიქრია ცერცვაძე და ნინო დგებუაძე)

🥇🥈მოსწავლეები გაიყვნენ ჯგუფებად და შეეჯიბრნენ ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში. ერთ-ერთი აქტივობა ინგლისურის ცოდნას ამოწმებდა. მოსწავლეებმა მაქსიმალურად გამოავლინეს მათი უნარ-ჩვევები და გადაინაწილეს პირველი, მეორე და მესამე ადგილები.

🏀📚 საინტერესო და კრეატიული გამოვიდა ინგლისური ენის ინტეგრაცია სპორტთან, რაც განათლებას სასიამოვნო და ინტერაქტიულს ხდის. აქტივობა მოუწოდებს მოსწავლეებს გამოავლინონ თავიანთი ენობრივი უნარები პრაქტიკულ გარემოში, რაც ხელს უწყობს ენის შესწავლისადმი პოზიტიურ დამოკიდებულებას.

საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ გიმნაზია აფასებს არა მხოლოდ აკადემიურ მიღწევებს, არამედ მისი მოსწავლეების საერთო კეთილდღეობასა და განვითარებას. სახალისო სპორტული აქტივობები ინგლისური ენის ცოდნის ტესტთან შერწყმით, შეიქმნა ღონისძიება , რომელიც აერთიანებს მოსწავლეებს მრავალ დონეზე, რაც ხელს უწყობს დაბალანსებულ და გამდიდრებულ საგანმანათლებლო გამოცდილებას.

👏👏 სტარტებს ესწრებოდნენ ეკო დაივერების წევრები, კლასის დამრიგებლები და ხარისხის მართვის მენეჯერი ფიქრია ცერცვაძე, მათ მადლობა გადაუხადეს მოსწავლეებს და მასწავლებლებს საინტერესო და კარგად ორგანიზებული თამაშისთვის.

Share Button